თუ არ გაქვთ გარდაუვალი აუცილებლობა, ნუ მიმართავთ იუსტიციის სამინისტროს სერვისცენტრებს - თეა წულუკიანი

12 მარტი 2020, 14:06 1772 ნახვა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოქალაქეებს მოუწოდებს, გარდაუვალი აუცილებლობის გარდა, დღეიდან მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ნუ მივლენ იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, რეესტრების ტერიტორიულ სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებში.

შეზღუდვების ადა რეკომენდაციების შესახებ განცხადება იუსტიციის სამინისტროს გვერდზეც გამოქვეყნდა. 

''იუსტიციის სახლში არსებული 450-მდე სერვისით სარგებლობა მოქალაქეებს ჩვეულებრივ შეუძლიათ, თუმცა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, სისტემის თანამშრომლებისა და სერვისის მისაღებად მისული  პირების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მოგიწოდებთ, რომ, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევის გარდა, თავი აარიდოთ იუსტიციის სახლში, საზოგადოებრივ ცენტრებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებში ვიზიტს. 

ასევე, იუსტიციის მინისტრის მითითებით, დღეიდან 14 აპრილის ჩათვლით, პრობაციონერები თავისუფლდებიან პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებისგან. 14 აპრილის ჩათვლით არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბიუროში გამოუცხადებლობა პრობაციონერებს ჩაეთვლებათ საპატიოდ. 

ეწვიეთ იუსტიციის სახლს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის დროს!

ნუ ეწვევით იუსტიციის სახლს, საზოგადოებრივ ცენტრებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებს თანმხლებ პირებთან და ბავშვებთან ერთად!

ისარგებლეთ დისტანციური სერვისებით (http://sda.gov.ge/?page_id=4118)!

დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მიღება დისტანციური სერვისების ჩამონათვალის და სხვა საკითხების შესახებ შეუძლიათ იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე: 2405 405, ან იუსტიციის სახლის ონლაინ ჩატში შემდეგ მისამართზე: http://chat.cloud.gov.ge/'' - წერია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი