კაფეებსა და მაღაზიებში ხშირად გაწმინდეთ ადგილი, რომელსაც მომხმარებელი ეხება 

11 მარტი 2020, 14:02 1858 ნახვა

სურსათის ეროვნული სააგენტო, კორონავირუსის გავრცელების რისკის თავიდან ასაცილებლად, საზოგადოებრივი კვების ობიექტების მეპატრონეებს რეკომენდაციებით მიმართავს.

უწყება ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს ხშირად და კარგად დამუსავდეს ზედაპირები და ინვენტარი, რომელსაც მომხმარებლები ეხებიან.

გაზარდონ აღჭურვილობის, ინვენტარის ზედაპირების რეცხვა -დეზინფიცირების სიხშირე, ხოლო საჯარო სივრცეში, სადაც მომხმარებლის ნაკადი მაღალია, დაიცვან შესაბამისი ჰიგიენური ნორმები და ინტენსიურად ჩაატარონ სადეზინფექციო სამუშაოები.

გაზარდეთ ობიექტში ყველა სახის ინვენტარის, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის რეცხვა-დეზინფექციის სიხშირე;
ობიექტის შესასვლელსა და გამოსასვლელთან განათავსეთ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარიანი მოწყობილობა (რეკომენდებულია სადეზინფექციო ხსნარის სპირტშემცველობა შეადგენდეს არანაკლებ 60 %-ს);
სადეზინფექციო ხსნარიან მოწყობილობასთან განათავსეთ ხელების დეზინფექციის ინსტრუქცია;
ხელსაბანთან განათავსეთ ხელის დაბანის ინსტრუქცია;
გამოყენებული ერთჯერადი პარკების, ხელსახოცების, პირბადეების, ხელთათმანების ჩასაყრელად განათავსეთ ნაგვის ურნები, მექანიკური (ფეხით) ასახდელი თავსახურებით;
ნაგვის ურნების შიგთავსი მოათავსეთ პლასტიკის პარკებში და თავი მჭიდროდ მოუკარით, შემდეგ მეორე პარკში, რომელსაც თავს ასევე მჭიდროდ მოუკრავთ;
ნაგვის ურნები დაცალეთ სათანადო სიხშირითა და პირობების დაცვით;
ხშირად დაამუშავეთ კარის სახელურები სადეზინფექციო ხსნარებით;
შესაძლებლობის მიხედვით გამოიყენეთ სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაცია.

რეკომენდაციები ბიზნესოპერატორებს რეკომენდაციებს წერილობით გადაუგზავნის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი