ტექნიკური სამუშაოების გამო 11 მარტს 23:00 საათიდან 12 მარტის 03:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ვახტანგ გორგასალის ქუჩას, გრიბოედოვის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩის მონაკვეთსა და გრიბოედოვის ქუჩას, ვახტანგ გორგასალის ქუჩიდან, ტბელ აბუსერიძის ქუჩამდე.
ბათუმის წყალში აცხადებენ, რომ აბონენტები ძველი ქსელიდან ახალ ქსელზე გადაჰყავთ.
„ბათუმის წყალი“ ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით.