კორონავირუსი გავრცელებულია მსოფლიოს 115 ქვეყანაში და საკმაოდ მზარდ და სახიფათო კონდიციას აღწევს ევროპის ქვეყნებში. განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც დაავადებულთა რაოდენობის დინამიკა მზარდია - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
"ყველას ვთხოვთ შეზღუდონ საერთოდ საერთაშორისო მოგზაურობა, არა მარტო ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიაში ან ირანში. არამედ ყველგან, ყველა ქვეყანაში. საერთოდ შეიზღუდოთ მოგზაურობა" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.