ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.
ის სასწრაფო დახმარების ბრიგადას ამ წუთებში კლინიკაში გადაჰყავს. ექიმების განმარტებით, პირველადი დათვალიერებით პაციენტს ზედაპირული ტრავმები აქვს.
ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებიან. მიმდინარეობს გამოძიება.
ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოფარგლული.