ხვალ ქობულეთში 2000 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება

10 მარტი 2020, 11:29 1712 ნახვა

''სოკარ ჯორჯია გაზის'' ინფორმაციით, ხვალ, 11 მარტს, 9-დან 17:00 საათამდე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება ქობულეთში, აღმაშენებლის, ბაგრატიონის, რუსთაველის ქუჩებს. ასევე ბობოყვათსა და დაგვას. სულ გაზი გაეთიშება 2000 აბონენტს.

კომპანიაში ამბობენ, რომ მიზეზი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

,,სოკარ ჯორია გაზის " აჭარის რეგიონული ოფისი ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო და მოუწოდებს მათ, გაზის დანადგარების ჩართვისას გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე. ნებისმიერი შეფერხების შემთხვევაში დარეკონ სოკარის ცხელ ხაზზე 16114'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი