ცეცხლის ჩაქრობა სრულად ამ დრომდე ვერ ხერხდება გურიაში, ოზურგეთის რაიონის სოფელ ვაკიჯვარში. ქარსაფარ ზოლში ხანძარი გუშინ, 9 მარტს გაჩნდა. მეხანძრე მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს, თუმცა ქარის გამო ისევ გავრცელდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე ტყის ხანძრის 7 კერაა შენარჩუნებული: ვაკიჯვარსა და გომის მთაზე გურიაში, კრიხში, ხვანჭკარასა და ონში რაჭაში, თეთრიწყაროში ქვემოქართლში, რკონსა და გოსტიბეში, საჩხერე სოფელ ჭალოვანში, სამეგრელო სოფელი ლია.
ყველა კერაზე სიტუაცია სტაბილურია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ჯამში მობილიზებულია 1000 მდე მეხანძრე-მაშველი, რამდენიმე ათეული სახანძრო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
ტყის ხანძრები ქობულეთში, ლიკანსა და წალენჯიხაში ლიკვიდირებულია.
ფოტო: ლადო აფხაზავა