Freedom House-ის 2020 წლის მონაცემები

05 მარტი 2020, 10:11 1111 ნახვა

ფრიდომ ჰაუსის ყოველ წლიურ ანგარიშში საქართველოს პოზიცია გაუარესდა.  ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციიის ანგარიშში, მოცემულია  მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.საქართველო კვლავაც ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნადაა მიჩნეული, მაგრამ შარშანდელთან შედარებით მისი მდგომარეობა ორი პუნქტით არის გაუარესებული ანგარიშში განსაკუთრებით გაკრიტიკებულია რუსეთი.

იგი კვალიფიცირებულია არათავისუფალ და ავტორიტარულ სახელმწიფოდ, რომელშიც რეალურ ოპოზიციას არჩევნებზე არ უშვებენ და დევნიან საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს.დადებითი დინამიკის მქონე ქვეყნების რაოდენობა ორჯერ ნაკლებია, ვიდრე იმათი, რომლებშიც დემოკრატიის პრინციპებიდან უკუსვლა შეინიშნება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ისეთი „ავტორიტარული ქვეყნების“ გვერდით, როგორებიცაა რუსეთი და ირანი, კრიტიკას იმსახურებენ ასევე უფლებებისა და თავისუფლებების ტრადიციული დამცველები, მათ შორის დემოკრატიული ქვეყნები - აშშ და ინდოეთი.ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს დადებით სიგნალებს უკრაინისა და სომხეთის მხრიდან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი