იაფი სახლის საქმე - მხარეებმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს

05 მარტი 2020, 12:31 1676 ნახვა

„იაფი სახლის ტენდერის“  საქმეზე   ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება   მხარეებმა სააპელაციოში გაასაჩივრეს. მეორე ინსტანციაში დავას 7 მაღალჩინოსნიდან  ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და  კიდევ 5  მსჯავრდებული გააგრძელებს. განაჩენთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვს  როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეს. ისინი მიიჩნევენ, რომ მოსამართლე დავით მამისეიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებული არ არის.

„იაფი სახლის“ საქმეზე  ბათუმის ყოფილ მერს 7 წლიანი,   ეგრასლან ლომაძეს კი ერთი წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. დანარენი 4 პირი  20 ათასი ლარით დაჯარიმდა.  როდის ჩაინიშნება სააპელაციო სასამართლოში პირველი სხდომა, თარიღი უცნობია. ბათუმის მერიის 7 მაღალჩინოსანი პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე 30 მაისს  დააკავა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი