კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ზონაში, ძეგლთან, სასტუმრო „ბულვარის“ მეპატრონე სამსართულიან სახლს აშენებს. ამას ახლოს მცხოვრები ასევე ძეგლის სტატუსის მქონე სახლში მცხოვრები აპროტესტებს. მშენებლობას კანონდარღვევად აფასებს შოთა გუჯაბიძე.
მისი თქმით ძეგლების საბჭოზე ამ მშენებლობისთვის ნებართვის გაცემას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა უმცირესობაში აღმოჩნდა. კანონდარღვევას ვერ ხედავს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დანარჩენი კი სასამართლომ უნდა დაადგინოს.