თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალურ აფრიკაში სამხედრო-საწვრთნელ მისიაში მეხუთე როტაციას განახორციელებს. ოცეულის ჯარისკაცები ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიას ბაზა „უკატექსზე“ შეასრულებენ.
ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კონვოირება და გაცილება იქნება. სამხედრო მოსამსახურეები ალექსეევკას სამხედრო აეროდრომიდან თავდაცვის მინისტრმა და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა გააცილეს.