კორონავირუსთან გასამკლავებლად 12 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს მსოფლიო ბანკი. ბანკის ინფორმაციით, ქვეყნებს ვირუსის შედეგად ჯანდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში წარმოქმნილი პრობლემების დაძლევაში დაეხმარებიან და ხელს კერძო სექტორთან მუშაობის გაძლიერებას ხელს შეუწყობენ. პრიორიტეტი განვითარებად ქვეყნებს მიენიჭება. განსაკუთრებით იმ ქვეყნებს, სადაც ვირუსის გავრცელების რისკი მაღალია. ფინანსური პაკეტი მოიცავს დაბალპროცენტიან სესხებს, გრანტებსა და ტექნიკურ დახმარებას.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მოსალოდნელია, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო სამედიცინო დამცავი აღჭურვილობების დეფიციტის შექმნა და ფასების ზრდა. ორგანიზაცია კომპანიებსა და ქვეყნების ხელისუფლებებს შესაბამისი პროდუქციის წარმოების 40 %-ით გაზრდისკენ მოუწოდებს.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე სამედიცინო პირბადის ფასი 6-ჯერ გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 3 202-მდე გაიზარდა, დაინფიცირებულთა რაოდენობა 93 158, გამოჯანმრთელებულთა კი - 50 949-ია. ჩინეთის შემდეგ, ყველაზე მეტი შემთხვევა სამხრეთ კორეაშია დაფიქსირებული, ჩინეთის ფარგლებს გარეთ კი იტალიაში. ქვეყანაში ვირუსს 79 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 77 ადამიანია დაღუპული ირანში, აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 9-მდე, გაიზარდა.