თურქული სკოლა – აქვს თუ არა ნებართვა თურქულ მხარეს

21 სექტემბერი 2016, 00:00 4689 ნახვა

ბათუმში ახალი სკოლა, რომელიც თურქული მხარის  დაფინანსებით აშენდა აჭარის განათლების სამინისტროსთან შეთანხმებული არ ყოფილა. სასწავლო დაწესებულებას არც ავტორიზაცია აქვს, რომელსაც ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს-ამბობს საქართველოს განათლების მინისტრი. კიდევ ერთი დარღვევა შენობის კანონიერებას ეხება-იგი უნებართვოდ აშენდა. გენერალური კონსული კი აცხადებს, რომ ხარვეზები ამ კუთხით მშენებელ კომპანიასთან გაირკვევა. სკოლას 170 მოსწავლე უკვე ჰყავს. აქ მოსწავლეების გარდა პედაგოგებიც თურქეთის მოქალაქეები იქნებიან.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში