შეხვედრა რეკრუტებთან

21 აპრილი 2016, 00:00 2792 ნახვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე მყოფ რეკრუტებს ესტუმრა. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა თავდაცვის მინისტრს საწვრთნელი ბაზა ალგეთის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და რეკრუტების მომზადების პროგრამა გააცნო. სასწავლო პროგრამა მორგებულია ქვედანაყოფების მოთხოვნილებებს და მისი შედგენისას გათვალისწინებულია ნატოს სტანდარტები. საწყისი საბრძოლო მომზადება 10 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის შემდეგ  რეკრუტები სამხედრო ფიცს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე დადებენ.

ამავე კატეგორიაში