საქართველოში 3 მარტს დედის დღეს აღნიშნავენ, ის ოფიციალურ დღესასწაულად ითვლება და სახელმწიფო დაწესებულებებისთვის დასვენების დღეა.
3 მარტს დედის დღის აღნიშვნის ინიციატივა, საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის. ეს იყო მცდელობა, რომ საბჭოთა კავშირში და მათ შორის საბჭოთა საქართველოში საყოველთაოდ აღიარებული ქალთა დღე - 8 მარტი ჩანაცვლებულიყო, რომელიც დაცლილი იყო ფემინისტური თუ ქალთა უფლებების დაცვის შინაარსისგან.
პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა, იგი დამკვიდრდა საზოგადოებაში როგორც დღესასწაული, თუმცა არ ჩაანაცვლა რვა მარტი. გაზაფხულის პირველ კვირას, ორი თარიღი აღინიშნება და ორივე უქმეა.