ქართული ჯავშანმანქანა ''დიდგორი მეომარი'' ექსპორტზე გადის

02 მარტი 2020, 12:50 2504 ნახვა

ახალი ქართული ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარი“, 120 მმ  მობილური ნაღმმტყორცნის ​მოდულით ექსპორტზე გავა. სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასა“ და ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანას შორის ხელშეკრულება გაფორმდა. 

დელტას ინფორმაციით, მრავალფუნქციური ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი” უნივერსალური მოდულური პლატფორმაა, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულების და კონფიგურაციის საბრძოლო და მხარდამჭერი მანქანებისთვის. როგორც ჯავშანმაქანის მწარმოებლის “დელტას” აღწერილობაში ვკითხულობთ, ჯავშანამაქანა ძლიერი შეჯავშნით გამოირჩევა, ასევე ის გამოირჩევა მაღალმანევრულობით და სხვადასხვა ტიპის რელიეფზე ადაპტირებული მაღალი გამავლობის მაჩვენებლებით.

 

ვრცლად, ქართული წარმოების ჯავშანტრანსპორტიორის შესახებ გაიგეთ გიორგი წეროძის გადაცემაში:

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი