ბათუმის ინფექციურ საავადყოფოში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1 პაციენტი რჩება

02 მარტი 2020, 10:12 1408 ნახვა

ბათუმის ინფექციურ საავადყოფოში, ექიმების დაკვირვების ქვეშ, ამ დრომდე რჩება 1 პაციენტი, მისი ანალიზის პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში კი 19 პაციენტი რჩება.

მედიკოსების ინფორმაციით, ყველა პაციენტის, მათ შორის სამივე ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დილით, ლუგარის ლაბორატორიიდან 8 პაციენტის პასუხი გახდა ცნობილი და ყველა უარყოფითია, მათ არც A და არც B ტიპის ვირუსი არ აქვთ, შესაბამისად, ინფექციურ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაციას არ ექვემდებარებიან და საკარანტინო ზონაში გადავლენ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში