ხვალიდან, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირი, მაუწყებლის მენეჯმენტთან მედიაციას იწყებს, რაც საგაფიცვო რეჟიმზე გადასვლის წინა პროცესია, თუ მედიაციის პროცესში მენეჯმენტი არ იქნება თანახმა მოთხოვნების შესრულებაზე 21 დღის გასვლის შემდეგ გაფიცვა დაიწყება.
საგაფიცვო დოკუმენტი უკვე მზად არის და ის 4 პუნქტისგან შედგება. მოთხოვნებს შორისაა: სტატუს ქვოს აღდგენა, რაც საშტატო ცვლილებებამდე არსებული მდგომარეობის დაბრუნებას გულისხმობს და სარედაქციო დამოუკიდებლობის წერილობითი გარანტიები . უფრო დეტალურად რა პუნქტები წერია საგაფიცვო დოკუმენტში ხვალ გახდება ცნობილი .