ბათუმისა და ქობულეთის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა

29 თებერვალი 2020, 16:34 5808 ნახვა

ბათუმის,  ქობულეთის და ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. 2-დან 16 მარტის ჩათვლით საჯარო ბაღებში პროცესის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის გათვალისწინებით მიიღეს.

ამ პერიოდის განმავლობაში ბაღის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. ამ დრომდე სააღმზრდელო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღიათ ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში