სარფის საბაჟოზე მკაცრი კონტროლი დაწესდა

27 თებერვალი 2020, 20:04 1867 ნახვა

ვირუსის თავიდან ასაცილებლად ყველაზე ეფექტური მეთოდი ჰიგიენის ნორმების დაცვაა. მსოლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მთავარი რეკომენდაცია ხელების ხშირად დაბანაა. დაიბანეთ ხელები საპნით, ან სპირტის შემცველი ხსნარით. ხველების, ან დაცემინებისას გამოიყენეთ ერთჯერადი ხელსახოცები. იმ ადამიანებს ვისაც არ აქვთ სიმპტომები, არ არის სავალდებულო ატარონ სამედიცინო ნიღბები. რეკომენდაციებს გასცემს ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანიზაცია - მოერიდეთ ამ პერიოდში, ხალხმრავალ ადგილებს, ხელის ჩამორთმევას, ან გადაკოცნას.

საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.  საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა, ამიტომ ქვეყანა  დაბალი რისკის ზონიდან მაღალი რისკის ზონაში გადავიდა.  რაც, საზღვრების კონტროლს, საავადმყოფოების და მედპერსონალის მზაობას გულისხმობს. საქართველო თურქეთიდან ტრაილერების მძღოლების შემოსვლას ამკაცრებს. მგზავრებს ამოწმებენ სარფის საბაჟოზე, სხვა სახმელეთო საზღვრებზე, ბათუმის, თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში. ამასთან იგეგმება თერმული ვიდეო-კამერების შესყიდვა.  .

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი