კორონა ვირუსით ბავშვების დაინფიცირების რისკი დაბალია, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, რისკჯგუფებს უფროსი ასაკის ადამიანები წარმოადგენენ.
„80 000 ადამიანზე ჩატარებული ანალიზის შედეგად, დაინფიცირებული ბავშვების რაოდენობა ძალიან მცირეა. ძირითადად, ვირუსი აზიანებს 40-50 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობას. რისკ ჯგუფებს უფროსი ასაკის და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები განეკუთვნებიან. სიკვდილიანობის მაჩვენებელი 80% შემთხვევაში 60 წელს ზემოთ ჯგუფშია, მათგან 50% ქრონიკული დაავადების მქონე პირები იყვნენ“, – ამბობს ამირან გამყრელიძე „TV პირველის“ ეთერში.
გუშინ საქართველოში კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.