ოპოზიციის გაერთიანებაში ამბობენ, რომ საბოლოოდ მაჟორიტარობის ერთიან კანდიდატებზე მარტის შუა რიცხვებში ჩამოყალიბდებიან, მაგრამ წინასწარ გავრცელებულმა ინფორმაციამ გაერთიანებაში გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია.
შეუთანხმებელი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ალეკო ელისაშვილი კრიტიკული განცხადებით გამოეხმაურა - „არანაირ კანდიდატებზე ჩვენ თანხმობა არ გვითქვამს. ეს ხარბი ზნე, როგორც ჩანს, ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ მოიშალა“ - განაცხადა „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ოპოზიცია ახლაც გაუგებრობაშია, შესაბამისად ისინი ვერ მომავალში შექმნიან სტაბილურ მთავრობას.