აჭარის მაუწყებლის ახალი ამბების რედაქტორად ნინო ხაჟომიას დანიშვნამ მედიაში კითხვები გააჩინა

26 თებერვალი 2020, 20:30 1890 ნახვა

მაუწყებლის დირექტორის ახალი მოადგილის გურამ დონაძის გადაცემა „პატრულთან“ დაკავშირებული ბიოგრაფიის შემდეგ, განხილვის თემაა უკონკურსოდ დანიშნული ნინო ხაჟომიას ისევ გურამ დონაძის, ოღონდ რეალ ტვ-სთან კავშირი.

აღმოჩნდა, რომ ხაჟომია ამ ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურში პროდიუსერად, შემდეგ კი მარკეტინგის მიმართულებით მუშაობდა. ცნობისთვის, რეალ ტვ-ზე 2012 წლის ანგარიშებში წერია, რომ უბრალოდ შეუძლებელია მათი სტანდარტის და საქმიანობის შეფასება ბალანსის ან მიკერძოებულობის კუთხით. ხაჟომიას აქვს სხვა არაერთი გამოცდილება, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ჩართულია სხვადასხვა პროექტში.

აკეთებდა მნიშვნელოვან საგამოძიებო გადაცემას - „60 წუთი.“ ამიტომ ვკითხეთ რას აკეთებდა ამის შემდეგ სატელევიზიო სივრცეში? ხაჟომიამ ამ კითხვას უცენზურო რეპლიკით უპასუხა. კითხვებს აჩენს ის შეუსაბამომებიც რაც მის სამსახურში აყვანას უკავშირდება. ცნობისთვის, ახალი რედაქტორი გუშინ ახალი ამბების სამსახურის უფროსისთვის შენიშვნების მიცემასაც ცდილობდა, მაგრამ გაუგებარია რა სტატუსით, მაშინ როდესაც მას ჯერ ამ სამსახურში კონკრეტული ფუნქცია და მოვალეობები არ აქვს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი