ირაკლი დარცმელიძის განცხადება

20 სექტემბერი 2016, 00:00 3723 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრი, ირაკლი დარცმელიძე მრჩეველთა საბჭოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას აპროტესტებს, მისი თქმით, საბჭოს განცხადება ერთობლივი არ არის და ის მხოლოდ საბჭოს ორმა წევრმა გააკეთა. დარცმელიძეს მრჩევლეთა საბჭოს თავმდჯომარის მოვალეობის შემსრულებელი პასუხობს, ნატა იმედაიშვილი განმარტავს, რომ ბრალდება უსაფუძვლოა. 

დირექტორის არჩევის წესის შესახებ დოკუმეტნს მესამე სექტორის კრიტიკა მოყვა, მათი განცხადებით მხოლოდ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული შენიშვნები გაიზირა მრჩეველთა საბჭომ, ყველაზე მნიშვნელოვანი კი კონკურსანტებისთვის ტელევიზიის განვითარების სტრატეგიული გეგმის წარმოდგენის ვალდებულებაა. მედია ექსპერტების შეფასებით კი დოკუმენტს კანონთან მიმართებაში პრობელმები არ გააჩნია, თუმცა ყველაფერი კანონში ვერ გაიწერება და აუცილებელია შენიშვნების მთავარი ნაწილი გათვალიწინებული იქნას.  შეგახსენებთ, მრჩეველთა სბაჭიოს 4 წვერიდან დოკუმენტის დამტკიცებაში ერთმა წევრა ირაკლი დარცმელიძემ მონაწილეობა არ მიიღო, მიზეზად ნატა იმედაიშვილს ასახელებს, იმედაიშვილი კი განმარტავს, რომ კანონი არ ზღუდავს  აღნიშნული პოზიცია ეკავოს. აქვე გეტყვით, რომ მრჩეველთა საბჭომ ერთობლივი განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ რეკომენდაციების უმრავლესობა გათვალისწინებულია, შენიშვნების ნაწილი კი სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია.

ამავე კატეგორიაში