საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი

20 სექტემბერი 2016, 00:00 3882 ნახვა

თეიმურაზ ტუღუში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად აირჩიეს. ტუღუში პლენუმის წევრებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ წარუდგინა. პლენუმის გადაწყვეტილებით მისი კანდიდატურა, 14 ხმით აირჩიეს. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევის შემდეგ თეიმურაზ ტუღუშმა განაცხადა რომ საქმეების გახმაურებულად და გაუხმაურებლად დაყოფა მისთვის მისაღები არ არის  და ის აუცილებლად დაესწრება ყველა საქმის განხილვას. შეგახსნენებთ, უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრიდან ოთხ წევრს 30 სექტემბერს ეწურება. საკუთარი კანდიდატურები უკვე დაასახელეს უზენაესმა სასმართლომ და პრეზიდენტმა. კანდიდატი  ჯერ არ დაუსახელებია პარლამენტს.  საკანონმდებლო ორგანო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ერთ-ერთ წევრს სავარაუდოდ არჩებვნების შემედგ დაასახელებს. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი