"მე აღარ მესმის თქვენი ხმა... ვკარგავდი ჩემს აღქმის უნარს, მაგრამ არა სიტყვის თავისუფლებას" - ნათია კაპანაძე 

25 თებერვალი 2020, 15:25 4868 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი, ნათია კაპანაძე ამბობს, რომ სიტყვის თავისუფლების დაცვა ამ ქვეყანაში ადამიანებს ჯანმრთელობის ფასად უჯდება, მათ შორის მასაც. 

ტელეკომპანია პირველის ეთერში, ნათია კაპანაძემ პირველად თქვა, რომ მას სმენის პრობლემები შეექმნა და ხმის გამაძლიერებელი მას შემდეგ სჭირდება, რაც მაუწყებელში მისი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო. 

"მე ვწუხვარ, რომ თქვენს ეთერში მიწევს ამის გაკეთება. სამწუხაროდ, ახლა მე აღარ მესმის თქვენი ხმა... 2019 წლის 19 აპრილის შემდეგ, იმპიჩმენტის დღიდან, ჩემი ჯანმრთელობა განახევრდა... მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ ჩვენს ძალიან დიდ ძალისხმევაზე იდგა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა. მე ნათია კაპანაძე, პირადად, ვაკეთებდი ამას იმისთვის, რომ თქვენ, გადასახადების გადამხდელებს, მიგეღოთ დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებელი... მე მინდა შევახსენო ხელისუფლება და პირველ რიგში, ალბათ, უნდა მივმართოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენს ჯანმრთელობაზე დგას ეს საქმე," - განაცხადა ნათია კაპანაძემ.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი