მიხეილ კალანდიას 11 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

25 თებერვალი 2020, 12:50 1728 ნახვა

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას, მოსამაღთლემ 11 წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა.  გადაწყვეტილება მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა გამოაცხადა.  

დაკავებული მიხეილ კალანდიას ოჯახი მიიჩნევს, რომ პროკურატურამ მათ მიერ დაშვებული შეცდომები,  მიხეილ კალანდიას ხარჯზე გაასწორა. ამბობენ, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლიტაც აქციები აირიდა ხელისუფლებამ თავიდან. 

"პოლიტიკურ ინტერესი იყო და მოსამართლემაც მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, ეს განაჩენი მმართველი პარტიის ინტერესებში იყო. მიხეილ კალანდიას დაკავებას პოლიტიკური მოტივაცია ჰქონდა, "ქართულმა ოცნებამ"   8 თვიანი სტაბილურობისთვის დააკავა ჩემი ძმა. ხელისუფლებამ დროებით შეინარჩუნა ძალაუფლება და არჩევნებამდე თავიდან აიცილა ზაზა სარალიძის პროტესტი და მოსალოდნელი აქციები," - განაცხადა ლუკა კალანდიამ.  

 

ხორავას ქუჩაზე 2017 წლის დეკემბერში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი მოკლეს. გამოძიების შედეგად, დავით სარალიძის მკვლელი გამოძიებამ ვერ დაადგინა და ფაქტზე არავინ დასჯილა. 

2018 წელს, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი მრავალათასიანი აქციები იმართებოდა მოთხოვნით, სამართალდამცველებს დაედგინათ დათუნა სარალიძის მკვლელი და დაესაჯათ. 

ზაზა სარალიძე ირწმუნებოდა, რომ პროკურატურამ მიჩქმალა ფაქტები და ხელი დააფარა კონკრეტულ პირებს, რომლის ოჯახის წევრები ძალოვან უწყეებში მუშაობდნენ. კონკრეტულად კი მირზა სუბელიანს გულისხმობდა, რომელიც მიხეილ კალანდიას ბიძა იყო. მასშტაბური აქციების შემდეგ, მკვლელობის ფაქტის შეუტყობინებლობის ბრალდებით, იგი 2018 წლის ივნისში დააკავეს. 

მანამდე კი, 31 მაისს, ამ საქმესთან დაკავშირებით თანამდებობა დატოვა საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, რომელიც 2020 წელს  ისევ პროკურორად აირჩიეს.

საკითხი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფარგლებშიც განიხილეს.  ამის შემდეგ, მიხეილ კალანდიას პროკურატურამ ბრალი წარედგინა და 2019 წლის ივნისში მას პატიმრობა შეუფარდა. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი