1921 წლის 24 თებერვალი - რუსეთ-საქართველოს ომის ფრონტის ხაზი კახეთიდან მანგლისამდე 90 კმ-ზე იყო გადაჭიმული. თბილისის მისადგომებთან სისხლისმღვრელი ბრძოლა გამართეს იუნკერებმა... თავგანწირვის მიუხედავად, დამარცხდნენ. გენერალმა გიორგი კვინიტაძემ მიიღო უკანდახევის გადაწყვეტილება, მთავრობამ დატოვა თბილისი და შემდეგ საქართველო ისე, რომ კაპიტულაცია არ გამოუცხადებია.
25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები უბრძოლველად შევიდნენ. სერგო ორჯონიკიძემ ლენინს აცნობა დეპეშით: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას!“.
საქართველოს გასაბჭოების დღეს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.