დააკავეს 19 წლის მამაკაცი, რომელმაც დედა და ბებია ნაჯახით მოკლა 

25 თებერვალი 2020, 10:09 2466 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მამაკაცი დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბებია და დედა თბილისში, მათსავე საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მძინარე მდგომარეობაში ნაჯახით მოკლა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი