ორი ჩინელი მგზავრის გამო თბილისი-ბათუმის მატარებელი ამ დრომდე გაჩერებულია

24 თებერვალი 2020, 18:43 5490 ნახვა

თბილისი-ბათუმის მატარებელი, რომელიც ბათუმისკენ 17:35-ზე უნდა გამოსულიყო ამ დრომდე გაჩერებულია. ორ ჩინელ მგზავრს, რომლებიც ბიზნეს კლასით მგზავრობდნენ, ტემპერატურა და სურდო აქვთ. 

მოქალაქეების ინფორმაციით, ორივე მგზავრს უკეთია პირბადე და თავს შეუძლოდ გრძნობენ. ფაქტის შესახებ გამცილებელი გააფრთხილეს. მგზავრები ჩინეთის მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლას კატეგორიულად ითხოვენ. 

მოქალაქეებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

მგზავრები მატარებლიდან ჩამოსვეს და ისინი ბათუმისკენ სხვა მატარებლით იმგზავრებენ. ვაგონებს კი, დეზინფექციას გაუკეთებენ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი