სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ. როგორც მეშახტეები ამბობენ, მათ რთულ პირობებში უწევთ მუშაობა, შახტში ერთი კვირაა გაფუჭებულია ელმავალი და ამის გამო ისინი 6 კილომეტრს ფეხით გადიან.
კომპანიასთან მოლაპარაკებებში ჩართულია მეშახტეთა პირველადი პროფკავშირი. ისინი აცხადებენ, რომ აქვთ რეალური შეთავაზებები, როგორ უნდა გამოვიდნენ აღნიშნული კრიზისიდან.