ქართველი მეზღვაურები ტყვეობაში რჩებიან

24 თებერვალი 2020, 11:51 1426 ნახვა

ამ დრომდე ტყვეობაში რჩებიან ქართველი მეზღვაურები. უცნობია მეკობრეების მოთხოვნები. ისინი კონტაქტზე არ გამოდიან. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, აქტიური კონტაქტი აქვთ გემთმფლობელ კომპანიასა და ლიბერიის სახელმწიფოსთან. მათი თქმით, ოჯახებს ყოველდღიურ ინფორმაციას აწვდიან და მუდმივ კონტაქტზე არიან გემზე მყოფ ეკიპაჟის წევრებთან.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. აფრიკაში ქალაქ ლაგოსთან, 20 თებერვალს, მეკობრეებმა 24 კაციანი ეკიპაჟის 10 წევრი გაიტაცეს. მათ შორის საქართველოს   4  მოქალაქეა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, მათ აქტიური კონტაქტი აქვს გემთმფლობელ კომპანიასთან. სააგენტოში ამტკიცებენ იმასაც, რომ ეკიპაჟის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი