კორონავირუსი პირველად დაფიქსირდა ლიბანსა და ისრაელში

23 თებერვალი 2020, 11:43 1452 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჩინეთის გარდა, მსოფლიოს 28 ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების სულ 1402 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის, ვირუსი პირველად დაფიქსირდა ლიბანსა და ისრაელში. ლიბანში ვირუსი 45 წლის ქალს დაუდასტურდა. ამასთან, ირანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 10 და გარდაცვალების ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

შედეგად, ირანში ვირუსით გარდაცვლილია ექვსი ადამიანი, ინფიცირებულთა რიცხვი კი, 29-მდე გაიზარდა. კორონავირუსის ეპიდემიის გამო იტალიის ჩრდილოეთში კარანტინი გამოცხადდა. მას შემდეგ, რაც დაინფიცირებულთა რიცხვმა 79-ს მიაღწია, პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ ქვეყნის ჩრდილოეთში, ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში კარანტინი გამოაცხადა.

ხელისუფლებამ 50 000-მდე ადამიანს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა, ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების შესრულებას პოლიცია და სამხედროები გააკონტროლებენ. ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში გაუქმდა სასწავლო პროცესი, გადაიდო ყველა სპორტული ღონისძიება, მათ შორის ფეხბურთში იტალიის ჩემპიონატის სამი მატჩი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში