“ოცნების ქალაქში” კორპუსების მშენებლობა იწყება

21 თებერვალი 2020, 11:05 2253 ნახვა

ე.წ. ოცნების ქალაქში კორპუსების მშენებლობა იწყება. სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ცერემონიალი დღესააა დაგეგმილი. ცნობილია, რომ მას პრემიერ-მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრებიან.  ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „დაგსა“ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის „ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობაზე ხელშეკრულება 13 თებერვალს გაფორმდა.

სამუშაოების  ღირებულება 38 მილიონ ლარზე მეტია.  ხელშეკრულების მიხედვით, სამი კორპუსი უნდა აშენდეს.  მშენებლობა კი  2021 წელს უნდა დასრულდეს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში