პოლიტიკური პარტიები კვლავ ვერ თანხმდებიან იმ მემორანდუმის ხელმოწერაზე, რომელმაც ხელისუფლების გათვლით, წინასაარჩევნო პერიოდში პროვოკაციების საფრთხე მინიმუმამდე უნდა შეამციროს. მმართველი გუნდი დოკუმენტის სრული ვერსიის გამოქვეყნებას მიმდინარე კვირაში აპირებს, მანამდე კი კონკრეტულ ფაქტს ასახელებს და “ნაციონალურ მოძრაობას” პროვოკაციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს.