ავარიული დაზიანების გამო, 11:00 საათიდან დილის 8:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდა შემდეგ ქუჩებს:
მამია ვარშანიძის ქუჩას, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩიდან აკადემიკოს ვახტანგ შამილაძის ქუჩამდე და გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩას, მამია ვარშანიძის ქუჩიდან სულხან საბა ორბელიანის ქუჩამდე - ინფორმაციას "ბათუმის წყალი" ავრცელებს.
„ბათუმის წყალი“ ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.
გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით" - წერია განცხადებაში.