კალიების შემოსევა სამხრეთ სუდანში - მოსახლეობა შიმშილის საფრთხის წინაშეა

18 თებერვალი 2020, 20:40 5706 ნახვა

უდაბნოს კალიები, აფრიკის კონტინენტზე იემენიდან მოხვდნენ, რის გამოც აფრიკა შიმშილის საშიშროების წინაშე დადგა.

სპეციალისტების განცხადებით საშუალოდ, ერთ კალიას 2500 ადამიანის გამოსაკვებად საკმარისი ბურღულეულის განადგურება შეუძლია. მწერების რაოდენობა, უკვე ასობით მილიონს შეადგენს, შესაძლოა ივნისისთვის კი, 500-ჯერ გაიზარდოს.

კალიების შემოსევა დაფიქსირდა: ეგვიპტეში, კენიაში, უგანდაში, ეთიოპიაში, სუდანში. სომალიში მწერების დიდი ნაკადის გამო, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 

გაეროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს წერია, ცოტა ხნის წინ დასრულებული სამოქალაქო ომის გამო სამხრეთ სუდანში ისედაც მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაა, რამდენიმე მილიონი ადამიანი შიმშილობს. გაეროში აცხადებენ, რომ თუ მდგომარეობა არ გამოსწორდება, კალიების შემოსევა კონტინენტზე საკვების კრიზისს გამოიწვევს.

მწერებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება თვითმფრინავებიდან პესტიციდების გაფრქვევა, რისთვისაც $76 მილიონია საჭირო, რეგიონს კი, საკმარისი თანხა არ გააჩნია.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში