რეგიონის ჯანდაცვის სამინისტრო ეკომიგრანტების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას აგრძელებს. სამინისტროს გადაწყვეტილებით ბინები ამჯერად 9 ოჯახს გადაეცა. შესაბამისი ხელშეკრულება მათთან უწყებამ დღეს გააფორმა. ბენეფიციარები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსა და სტიქიის შედეგების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის დასკვნების საფუძველზე შეირჩა. ჯამში 29 ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებლით. პროგრამის წლიური ბიუჯეტი 3 მილიონ ლარს შეადგენს, ერთ ოჯახზე კი თანხის მაქსიმალური ოდენობა 25 ათას ლარია.