აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილის ვაკანსიაზე სამი განაცხადი შევიდა 

18 თებერვალი 2020, 17:08 2498 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე, გამოცხადებულ კონკურსში განაცხადების მიღება დასრულდა. გიორგი კოხრეიძის მოადგილეობის სურვილი სამმა კანდიდატმა გამოთქვა.

მაუწყებლის ინფორმაციით ესენი არიან: ვახო ხუზმიაშვილი, ემზარ დიასამიძე და ფირუზ ბოლქვაძე. 

ემზარ დიასამიძე და ფირუზ ბოლქვაძე აჭარის მაუწყებლის მოქმედი თანამშრომლები არიან.

ემზარ დიასამიძე საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტია, რომელიც მაუწყებლის დირექტორობისთვის გამოცხადებულ კონკურსშიც მონაწილეობდა. 

ფირუზ ბოლქვაძე კი ანალიტიკური სამსახურის გუნდის წევრია, ისიც მოქმედი ჟურნალისტია. ფირუზ ბოლქვაძეც ასევე მონაწილეობდა დირექტორის კონკურსში. 

ვახო ხუზმიაშვილი კი, ტელეკომპანია ''იბერიის'' საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო.  ის 2014 წელს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა. მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე კომისიამ შორენა ღლონტი შეარჩია.  

 

კანდიდატს მოეთხოვებოდა უმაღლესი განათლება (ბაკალავრის აკადემიური ხარისხით); ტელევიზიაში ან/და რადიოში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება. მას უნდა ჰქონოდა ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება. საკონკურსო დოკუმენტაციის თანახმად, მედიაკონტენტის შექმნის გამოცდილება კანდიდატს ჩაეთვლება უპირატესობად.

კონკურსი იქნება ორ ეტაპიანი, პირველ ეტაპზე მოხდება განაცხადების გადარჩევა, მეორე ეტაპზე კი კანდიდატებთან გასაუბრება.

აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილემ ნათია ზოიძემ, რომელიც მაუწყებელში ამ პოზიციაზე მუშაობდა თანამდებობა 2 თებერვალს დატოვა. მისი თქმით, ეს ნებაყოფლობითი პროცესი არ იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი