ჩავთვალე, რომ აქ უნდა ვყოფილიყავი იმისთვის, რომ მხარი დავუჭირო აჭარის მაუწყებლის გუნდს - ნათია კაპანაძე

18 თებერვალი 2020, 00:22 2526 ნახვა

"დღეს, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გაცხადდა ეჭვები, რომელიც არსებობდა იმპიჩმენტის დაწყებამდე, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ აქ იყო სახელისუფლებო ჩარევა, კერძოდ კი, პოლიტიკური ძალა ცდილობდა და ცდილობს აჭარის მაუწყებლის მიმართ გამოვლენილი დიდი ინტერესი გადაფაროს. აქ არ არის შენიშვნებზე საუბარი, აქ არის არხის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე საუბარი, რომელიც არის გუნდის შედეგი.

მე დღეს აქ ვარ, ჩავთვალე, რომ აქ უნდა ვყოფილიყავი იმისთვის, რომ მხარი დავუჭირო აჭარის მაუწყებლის გუნდს, მხარი დავუჭირო კონკრეტულ ადამიანებს. მე ვიცი, რომ განსაკუთრებულად შორენა ღლონტის, მაია მერკვილაძისა და თეონა ბაკურიძის მიმართ ისმის აგრესია. აჭარის მაუწყებელი იყო და არის საუკეთესო მაუწყებელი, ეს იყო ერთიანობის შედეგი, ეს მოიტანა სწორედ შორენა ღლონტის მიერ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობამ, როდესაც  მიეცა ძალიან კარგი მენეჯმენტის ფარგლებში მუშაობის შესაძლებლობა, მისი შედეგი არის როგორც გუნდის ლიდერის, მაია მერკვილაძის როგორც ახალი წევრის და ის ახალი წევრი იყო ჩვენთვის, თეონა ბაკურიძის ლაშა ზარგინავას, ირინე ყურუას და განსაკუთრებით ჰეშთეგის ნაწილში.

ვიცოდი, რომ ნათია ზოიძეს ვნიშნავდი არა როგორც მოადგილედ, არამედ მოვალეობის შემსრულებლად და როგორც მომავალ დირექტორს, რადგანაც ძალიან ცხადი იყო ის პროცესები, რასაც მოიტანდა. ნათია ზოიძემ კრიტიკულ სიტუაციაში შეძლო როგორც ლიდერმა ბოლომდე ეგულშემატკივრა გუნდისთვის, ეს იყო შესაძლებლობა კონკრეტული ადამიანი ყოფილიყო თანამონაწილე სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი.

მე ბატონ გიორგი კოხრეიძეს არ განვიხილავ როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ლიდერად და საზოგადოებრივი მაუწყებლის გულშემატკივრად, მე ის მიმაჩნია და ის ამას ამტკიცებს ყოველდღიურად, რომ არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი, კერძოდ, ქართული ოცნების წარმომადგენელი აჭარაში, მის დღის წესრიგი ძალიან ემთხვევა პოლიტიკურ დღის წესრიგს, თუნდაც ავიღოთ ენდიასი შემთხვევა, ძალიან ხშირად ჩვენი პოლიტიკოსები ამბობენ,რომ ენდიასი კვლევები არ არის მისაღები ჩვენი ქვეყნისთვის. აღმოჩნდა, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აჭარის ტელევიზიაში საუბრობენ, რომ ენდიაისთან კონტრაქტის გაფორმება არ არის შესაბამის კანონთან, ძალიან საეჭვო დამთხვევაა და მაყურებელს მინდა ვუთხრა, რომ ამ დამთხვევას ყურდღება მიაქციოს“ - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა დირექტორმა, ნათია კაპანაძემ. 

 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი