მერაბ დვალიშვილის მესამე გამარჯვება UFC-ში. ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი ქეისი კენი დაამარცხა. მსაჯებმა ბრძოლიდან გამომდინარე გადაწყვიტეს, რომ ქართველი სამივე რაუნდში მეტოქეს ჯობდა და გამარჯვება მიანიჭეს. დაპირისპირება ამერიკაში რიო რანჩოში შედგა.
ეს გამარჯვება მერაბის კარიერისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ის საუკეთესო თხუთმეტეულში მოხვდება და რეიტინგის უძლიერეს სპორტსმენებთან დაპირისპირება შეეძლება. ცნობისთვის ეს ჩხუბი მერაბისთვის UFC-ში მეხუთე იყო.