ამინდი, ბათუმი - მიმდინარე კვირა მზიანი იქნება

17 თებერვალი 2020, 10:14 1945 ნახვა

მიმდინარე კვირა საქართველოში უმეტესად უნალექო და მზიანი იქნება.

დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +14, +16 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთში +11, +13 გრადუსი.

დღის მაქსიმალური ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს მაღალმთიან რეგიონებში და +4, +6 გრადუსს მიაღწევს.

სანაპირო კურორტებზე განსაკუთრებით დათბება კვირის შუა დღეებში +16, +18 გრადუსამდე.

ტემპერატურის პოზიტიური ნიშნულის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია, სამხრეთ-დასავლეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასები, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ახდენს მნიშვნელოვან გავლენას.

ფოტო: აჭარლები

 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი