''თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე“ - კოლეგების სოლიდარობა

16 თებერვალი 2020, 18:07 2154 ნახვა

„თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე“ - კოლეგების სოლიდარობა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს. ისინი ფიქრობენ, რომ შესაძლოა არხზე სარედაქციო დამოუკიდებლობა, საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.

ახალი ამბების სამსახურის უფროსის მისამართით, დისციპლინური წარმოება მიმდინარეობს. ოთხშაბათს კი, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართება, სწორედ 3 მრჩევლის თანხმობის შემთხვევაში, დირექტორის მიერ წარდგენილი პროექტი დამტკიცდება და მაუწყებელში არსებულ სამსახურების უფროსებს, მოადგილეები აღარ ეყოლებათ. საკუთარ სათქმელს დღეს, „კვირის მთავარში“ იტყვის მრჩეველი თამილა დოლიძე. ბათუმის გარდა, სოლიდარობის აქცია გაიმართა ქუთაისში.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი