ასოცირების კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია ჩავარდა

14 თებერვალი 2020, 10:37 970 ნახვა

ამდენი შეხვედრა და კონსულტაცია გავმართეთ და ვერაფერი გაიგეს, ეს ერთ ერთი ვეროპარლამენეტარის კომენტარია ქართულ დელეგაციაზე,  არ იყო საკმარისი სურვილი კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის — ასოცირების საბჭოს თანათავმჯდომარე საუბრობს ქართულ დელეგაციაზე.

მარინა კალიურანდი ერთობლივი რეზოლუციის ჩავარდნით იმედგაცრუებულია. "ჩვენ ვხედავთ წინააღმდეგობებს და მათ სერიოზულად აღვიქვამთ," – "ეს არაა სიგნალი ქართველი ხალხისთვის, ესაა სიგნალი საქართველოს მთავრობისთვის" ასე ეხმაურებიან საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რეზოლუციის ჩავარდნას "ტვიტერზე" ევროპარლამენტარები.

საქართველოს მთავრობა გააკრიტიკა ლიეტუველმა დეპუტატმაც. რასა იუკნევიჩიენე აცხადებს, რომ ის მხარს უჭერს დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოს, მაგრამ არა სასამართლოების ოპოზიციის წინააღმდეგ გამოყენებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი