BIAFF გაიხსნა

19 სექტემბერი 2016, 00:00 2860 ნახვა

ბიაფი დაიწყო. ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი უკვე მეთერთმეტედ მასპინძლობს კინომოყვარულებს. კინოსეანსები ამჯერადაც გაიმართება კინოთეატრ აპოლოში და  და საღამოს ევროპის მოედანზე ღია ცის ქვეშ. კინოფესტივალის საზეიმო გახსნას წელსაც საზაფხულო თეატრმა უმასპინძლა. ბიაფის კინოჩვენებების სტარტი პროექტი "ბათუმის ტალღა" გახდა, სადაც 11 ბათუმელი რეჟისორის 11 მოკლემეტრაჟიანი  ფილმი უჩვენეს. ფილმებმა მოწონება დაიმსახურა, ამიტომ  კინომოყვარულების თხოვნით ,,ბათუმის ტალღას” ხვალ საღამოს სეანსზე  ევროპის მოედანზე, დიდ ეკრანზე უჩვენებენ. კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის  ხელოვანებმა ჯილდო გახსნის ცერემონიალზეც მიიღეს, თუმცა ცხენთევზას  ბიაფის საკონკურსო სექციებში კიდევ 11 რეჟისორი მიიღებს. ბიაფის დაწყება კინომოყვარულებს აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმაც მიულოცეს

ამავე კატეგორიაში