ევროპარლამენტარების განცხადება

13 თებერვალი 2020, 14:09 1253 ნახვა

ევროპარლამენტარები გიგი უგულავას საქმეზე განცხადებას ავრცელებენ. საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ აქვთ კითხვები. დოკუმენტში  წერია, რომ  დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს სისტემა, არა მხოლოდ დემოკრატიისთვისაა აუცილებელი, არამედ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებაცაა.

„გადაწყვეტილება  კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოში ისედაც არსებულ პოლიტიკურ დაძაბულობას. უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით კონსესუსის მისაღწევად, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას", — ნათქვამია განცხადებაში. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში