თბილისი ზესტაფონის ცენტრალურ გზაზე მოძრაობა 2 საათით შეფერხებული იყო. მოქალაქეები ამბობენ, რომ ცენტრალურ მაგისტრალზე ტრაილერს ჰქონდა გზა ჩახერგილი და გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ.
ტრაილერი გზის სავალი გზიდან გადაიყვანეს და გზა მალე გაიხსნება.
საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მხამ გადაადგილება მოლოდ ტრაილერებისთვის არის შეზღუდული, მსუბუქი ავტომობილებისთვის შეზღუდვა არ არსებობს.
მათი თქმით, ამ დროისთვის რიკოთზე ინტენსიურად თოვს და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა მოძრაობას ხელს არ უშლის.