ნარკორეალიზატორი დააკავეს სამართალდამცველებმა ფონიჭალაში. წარსულში ქურდობის, ძარცვისა და ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევ პირს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებაში ედება ბრალი.
პოლიცია უკანონოდ გაყიდული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დანაშაული 5-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.