გარდაცვლილები ამომრჩეველთა სიებში?

18 სექტემბერი 2016, 00:00 3364 ნახვა

გარდაცვლილი მოქალაქეების ხმით, არჩევნების მოსალოდნელ გაყალბებაზე საუბრობენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათ ცესკოს მიერ მიწოდებულ ამომრჩეველთა სიებში ე.წ. მკვდარი სულები იპოვეს. დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გარდაცვლილთა სახელები და გვარები რამდენიმე საარჩევნო უბნის  სიებში გადაამოწმეს,  59-ე უბანზე ორი  ასეთი ფაქტი აღმოაჩინეს. ამავე უბანზე ე.წ. მკვდარი სულების არსებობას ერთიან სიებში, საუბნო კომისიის რესპუბლიკელი წევრიც ადასტურებს და აცხადებს, რომ შესაბამისი ზომები უკვე მიიღეს. ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ სიები გადაიხედება და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებები შევა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში