ბათუმში, თოვისა და ყინვის შემდეგ, დილით, გადაადგილება გართულებულია. მოქალაქეები ამბობენ, რომ გზები საკმარისად გაწმენდილი არ არის, სრიალებს და რთულია მოძრაობა.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის საფარს დილიდან წმენდენ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 11, ქედაში 17, შუახევში 20, ხულოში 19, ქობულეთში კი 14 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაოებს. უწყების ცნობითვე, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით 8 ერთეული ტექნიკის მობილიზება.
რაც შეეხება სკოლებსა და ბაღებს, სასწავლო პროცესი, რეგიონის არც ერთ საბავშო ბაღსა და სკოლაში არ გადადებულა, თუმცა ნახევარი საათით გვიან დაიწყო.
სკოლებში მოსწავლეების გამოცხადების მაჩვენებელი დაბალია. რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბები მუშაობს.